ავტორი:

პუტინის სამი მეტოქე - ცნობილია, ვინ იქნებიან მისი "კონკურენტები" რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში

პუტინის სამი მეტოქე - ცნობილია, ვინ იქნებიან მისი "კონკურენტები" რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას ოთხი კანდიდატი განაგრძობს: ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, პარტია "ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი და "კომუნისტური პარტიის“ წევრი ნიკოლაი ხარიტონოვი, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი სამ კანდიდატს განუცხადა: ბლოგერ რადა რუსკიხს, „რუსეთის კომუნისტების“ კანდიდატს, სერგეი მალინკოვიჩს და „სამოქალაქო ინიციატივის“ კანდიდატს ბორის ნადეჟდინს. უარის მიზეზი, ცესკო-ს მტკიცებით, ის იყო, რომ კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ წარადგინეს.

ამრიგად, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის პროცესი, რომელიც 10 თებერვალს სრულდება, წარმატებით მხოლოდ სლუცკიმ, ხარიტონოვმა, პუტინმა და დავანკოვმა გაიარეს.

შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა 2024 წლის 15-17 მარტს გაიმართება.