ავტორი:

რამზან კადიროვის 16 წლის შვილმა შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, მედალი აიღო

რამზან კადიროვის 16 წლის შვილმა შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, მედალი აიღო

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ვაჟმა, 16 წლის ადამ კადიროვმა, დუბაიში გამართულ UAE SWAT Challenge -ის შეჯიბრზე ოქროს მედალი მიიღო.

შეჯიბრის მეოთხე დღეს საუკეთესო შედეგი აჩვენა "ახმატის" გუნდმა, რომელიც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური პოლკის მებრძოლებისგან შედგებოდა.

თავად ადამ კადიროვს შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჯილდოს მისაღებად სცენაზე პირველი ავიდა.

დუბაიში "სპეციალური ძალების შეჯიბრის" პირველ დღეს, "ახმატმა" მეოთხე ადგილი დაიკავა - იგი ყაზახეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდებთან დამარცხდა; იგივე განმეორდა შეჯიბრის მეორე დღეს - ამჯერად გუნდი დამარცხდა ბელარუსის, ყირგიზეთის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მებრძოლებთან; მესამე დღეს ახმატმა მე-12 ადგილი დაიკავა, თუმცა მეოთხე დღე წარმატებული აღმოჩნდა.

ადამ კადიროვი დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, როგორც მამის "უშიშროების დეპარტამენტის უფროსი“, ეს თანამდებობა მან გასულ შემოდგომაზე დაიკავა. წყარო