ავტორი:

"საქართველომ რუსეთს შეიძლება აიძულოს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხი დათმოს“ - ცხინვალი

"საქართველომ რუსეთს შეიძლება აიძულოს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხი დათმოს“ - ცხინვალი

"საქართველოში სამხრეთ ოსეთთან მშვიდობიანი მოგვარების შესახებ საუბარი უკვე რიტუალად იქცა, მაგრამ თბილისი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ნდობის აღსადგენად“, - განაცხადა Sputnik-თან, "სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ვაზაგოვმა.

აღნიშნულმა პირმა ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, თავისი საარჩევნო პროგრამის მთავარ მიზნებად დაასახელა "ნატოსთან“ და ევროკავშირთან ინტეგრაცია, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიების დაბრუნებასთან ერთად.

"კობახიძეს ახალი პრაქტიკულად არაფერი უთქვამს, ჩვენ რეგულარულად გვესმის ასეთი განცხადებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ ყველა ახალი საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და არა მხოლოდ. საქართველოში ერთგვარ რიტუალად იქცა ამ სიტყვების წარმოთქმა ურთიერთობის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამისთვის რაიმე სახის ნაბიჯები იდგმება“, - ვკითხულობთ იური ვაზაგოვის განცხადებაში.

იური ვაზაგოვი ყურადღებას ამახვილებს ტერმინ "სამაჩაბლოზე“, რომელიც მან სამხრეთ ოსეთის მიმართებაში გამოიყენა და ამის პარალელურად, ახსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელმაც, მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები ოსი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა დაიწყო.

"კარგად გვახსოვს ქართველ ისტორიკოსებთან დისკუსიები, რომლებიც ცდილობდნენ დაეკანონებინათ და დაედასტურებინათ საქართველოს უფლება, რომლითაც ისინი არაქართველ მოსახლეობას განდევნიდნენ. ეს ტერმინი ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატის რეალურ დამოკიდებულებას და იმ გზებს, რომლითაც იგი აპირებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობის აშენებას“, - განაცხადა იური ვაზაგოვმა. განაგრძეთ კითხვა