ავტორი:

2024 წლის იანვარი იყო ყველაზე თბილი გასულ წლებთან შედარებით: მეცნიერების თქმით, გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო 12 თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა

2024 წლის იანვარი იყო ყველაზე თბილი გასულ წლებთან შედარებით: მეცნიერების თქმით, გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო 12 თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა

გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო 12 თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა - ახალი მონაცემების მიხედვით, ტემპერატურამ 1,5 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რაც მეცნიერების თქმით, კრიტიკული მაჩვენებელია.

ევროკავშირის კლიმატისა და ამინდის მონიტორინგის სამსახურის Copernicus-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვარი იყო ყველაზე თბილი გასულ წლებთან შედარებით.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის იანვარი 1.66 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე იანვრის საშუალო მაჩვენებელი 1850-1900 წლებში. გარდა ამისა, საშუალო ტემპერატურა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა და 0.64 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

გლობალური დათბობის შენარჩუნება 2 გრადუსზე ქვემოთ პარიზის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო - ამ შეთანხმებას ხელი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ 2015 წელს მოაწერა.

კლიმატის კრიზისი ძირითადად ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული. მეცნიერები ამბობენ, რომ ექსტრემალურ ამინდს ახლა ელ-ნინიოც დაემატა (თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში), ამ ორის კომბინაცია განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა.

მიმდინარე კვირაში ჩილეში გავრცელებულმა 160-ზე მეტმა ხანძარმა 120-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორმაგმა საფრთხემ ასევე გააძლიერა კალიფორნიის ქარიშხალი, რამაც ქარიშხლის დესტრუქციული ძალა გაზარდა.