ავტორი:

ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

ფოთში, ნაბადის უბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.

არსებული ცნობებით, შემთხვევის დროს ისინი სახლში მარტო იყოფებოდნენ.

ადგილობრივის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც სახლის კარები შეამტვრიეს.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს .