ავტორი:

"ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია" - რას წერს პრეზიდენტი

"ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია" - რას წერს პრეზიდენტი

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე წუთში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია", "ასეთი ჯერ არ ყოფილა","არწივია", "ადამიანი კი არა, ანგელოზია" და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ "ერთადერთი", "არწივი", და ა.შ. ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ '"ადრინდელი" შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან...." - დაწერა პრეზიდენტმა ციტატა ნიკო ნიკოლაძის თხზულებიდან და მიუთითა, რომ თავს სარკასტულად გრძნობს.

ასევე იხილეთ: