ავტორი:

"პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილი გროსმაისტერი... მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა" - კობახიძე

"პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილი გროსმაისტერი... მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა" - კობახიძე

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან მისი ურთიერთობა და მიიღებს თუ არა მისგან რჩევებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„სტატუსის მიხედვითაც თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი.

ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 - სვლა, ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ, შესაბამისად, მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.