კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ხალხმა და ჟიურიმ არჩევანი 18 ფინალისტს შორის გააკეთა და 3 გამარჯვებული გამოავლინა.

ჟიურის რჩეულები არიან ნათია საგინაშვილი და ნინო ჟვანია. ხალხის ხმათა უმრავლესობით კი კონკურსის გამარჯვებული ელენე კუპრაშვილი გახდა.

მიმდინარე წელს ჟიურის წევრები იყვნენ:

  • რუსუდან რუხაძე, მწერალი;
  • ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი;
  • ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურათმცოდნე.

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდა და საერთო ჯამში მასში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ავტორმა მიიღო. პირველ ტურში, კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთა საიტზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა თითქმის ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა. შედეგად გამოვლინდა 18 კონკურსანტი, რომელთათვისაც პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდა და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით დაიწყო.

უახლოეს პერიოდში გამარჯვებული ავტორების რჩეული რომანები გამოიცემა და წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდება.

„პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი უკვე მეშვიდედ ჩატარდა. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საინტერესო ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც გაყიდვებით ტოპ წიგნების სიაში მოხვდა.

R