ავტორი:

არსებული ინფორმაციით, რუსთავის ბაზარში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია მოკლული - რა დეტალები ხდება ცნობილი?

არსებული ინფორმაციით, რუსთავის ბაზარში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია მოკლული - რა დეტალები ხდება ცნობილი?

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხორცის სექტორში მოხდა, სადაც უცნობი მამაკაცი იარაღით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 4 ადამიანი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან გარდაცვლილები. როგორც ცნობილია, დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

AMBEBI.GE დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.