ავტორი:

დაკავებულია 80 წლის კაცი, რომელმაც შშმ პირზე სექსუალურად იძალადა - უმძიმესი დანაშაული ქობულეთში

დაკავებულია 80 წლის კაცი, რომელმაც შშმ პირზე სექსუალურად იძალადა - უმძიმესი დანაშაული ქობულეთში

ქობულეთში 30 წლის ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო, 80 წლამდე მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგავრი ქმედებას, რომელიც ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, 30 წლის ქალი, რომელიც შშმ პირია, სავარაუდო ბრალდებულს წარსულში იცნობდა.