ავტორი:

"პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი - იპოდრომი პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია" - სააკაშვილი

"პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი - იპოდრომი პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია" - სააკაშვილი

არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი - იპოდრომი, რომელიც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია. თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, „შენობაში [პრეზიდენტის სასახლეში] ერთი და იმავე ხალხთან შეხვედრა, ცოტა ერთ წრეზე სიარულს ჰგავს, გვერდიდან როცა უყურებ".

"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას. ერთადერთი ჩემი აზრი არის, რომ ახლა დისკუსიის და უბრალოდ, საუბრის დრო არ არის. ახლა დროა საქმეზე გადასავლის, კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატების წარმომადგენლების მათ შორის, იმისათვის, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული რაღაცები. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაციები ცუდია, ეს არაფერს გვაძლევს. უნდა იყოს კონკრეტული წინადადებები იმაზე, თუ ჩვენ რას ვაკეთებთ. მარტო ლაპარაკი, რომ სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს, არაფერს გვაძლევს. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უნდა უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები. ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი. შენობაში ერთი და იმავე ხალხთან შეხვედრა ცოტა ერთ წრეზე სიარულს ჰგავს, გვერდიდან როცა უყურებ. ფართო თავისუფლების მოედანი დაპატარავდა სივრცე შეამცირეს. იპოდრომი, რომელიც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ რუსთაველი რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია. თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“,- მიმართა სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს.

მისი თქმით, ის აპირებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე "წინა ფრონტზე“ ბრძოლას, რადგან მისი განცხადებით, სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი.

"მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ, ასევე, ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.