ავტორი:

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა - "რამდენიმე კვირით ადრე მან სახლი გადაწვა, რომელიც ნაქირავები ჰქონდა"

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა - "რამდენიმე კვირით ადრე მან სახლი გადაწვა, რომელიც ნაქირავები ჰქონდა"

უმძიმესი დანაშაული მოხდა რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად მოკლულია 4 პირი და დაჭრილია ერთი. დანაშაულში ბრალდებული 36 წლის გიორგი ორველაშვილია.

  • ბაზარში მომუშავეების განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა.

როგორც ბაზარში მომუშავეები ამბობენ, მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავების მიერ დაკავებული ახალგაზრდა კაცი დაახლოებით, ორი თვის წინ, ბაზარში თავადაც მუშაობდა და ბიძას ეხმარებოდა. მათივე თქმით, დაკავებულს ფერმა ჰქონდა, ბიძა კი ხორცის გამყიდველი იყო.

ამასთან, ადგილზე მომუშავეები მოკლულ ტაქსის მძღოლზეც საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ტაქსის მძღოლი ბაზარში ხორცის საყიდლად შევიდა, რა დროსაც გასროლა განხორციელდა, ის მოკლულების დახმარებას შეეცადა, რა დროსაც ტყვია მასაც მოხვდა.

"ბიჭს ფერმა ჰქონდა და მოკლული ბიძა ხორცის გამყიდველია. ეს ბიჭი სვამდა ხოლმე. ტაქსის მძღოლი დილით ვნახე, მომესალმა, წავალ ხორცს ვიყიდი და მოვალო, მითხრა და მერე ეს ამბავი მოხდა“, - განაცხადა ბაზარში მომუშავემ.

ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულმა რამდენიმე კვირის წინ გადაწვა საცხოვრებელი სახლი, რომელიც ნაქირავები ჰქონდა. ამის შემდეგ ის მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, თუმცა როდის დატოვა დაწესებულება, ჯერჯერობით უცნობია.

"თავდამსმხმელი ჩემი ნათლიის ძმისშვილია. ადამიანი, რომელმაც 2 თვის წინ სახლი გადაწვა, ეს სახლი ნაქირავები ჰქონდა, დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა. შეგნებულად გააკეთა" - ამბობს ერთ- ერთ მოკლულის შვილი.

ნახეთ ასევე: