ავტორი:

ვალერი ზალუჟნიმ და კირილ ბუდანოვმა უკრაინის გმირის წოდება მიიღეს

ვალერი ზალუჟნიმ და კირილ ბუდანოვმა უკრაინის გმირის წოდება მიიღეს

გენერალ ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა და ოქროს ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაშია აღნიშნული.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ გმირის წოდება გენერალს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავ სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიენიჭა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვსაც.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბუდანოვს გმირის წოდება მიენიჭა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის და უკრაინელი ხალხის მიმართ თავგანწირული სამსახურისთვის.