ავტორი:

უბედურ შემთხვევას "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა

საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი, შალვა ხატიაშვილი ემსხვერპლა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. რა მოხდა ადგილზე, ზუსტი მიზეზი უცნობია და გამოძიება დაადგენს.

ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შესწავლა და კომპანიის წარმომადგენლები თანამშრომლობენ გამოძიებასთან. მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან საჩხერეში დამატებითი ჯგუფები იყვნენ გაგზავნილი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო და გარდაცვლილი ერთ-ერთი მათგანია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.