ავტორი:

უკრაინის დედაქალაქ კიევში ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიენიჭა ქუჩას, რომელიც მანამდე მიხეილ ბულგაკოვის სახელობის იყო

უკრაინის დედაქალაქ კიევში ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიენიჭა ქუჩას, რომელიც მანამდე მიხეილ ბულგაკოვის სახელობის იყო

კიევის ქალაქის საბჭომ გადაწყვიტა, სახელი გადაერქვას უკრაინის დედაქალაქში ათ ობიექტს. მათ შორის შეიცვალოს რუსი კულტურის მოღვაწეების სახელები. შედეგად რუსი მწერლის მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას ქართველი მსახიობისა და მომღერლის ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდა. ალექსანდრე ბლოკის სახელობის ბიბლიოთეკას კი უკრაინელი რეჟისორისა და თეატრის პედაგოგის გნატ იურას სახელი დაერქვა.

საკრებულოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელების გადარქმევა განაგრძობს "დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესს“.

"უკრაინის დედაქალაქი იშორებს სახელებს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე... საუკუნოვან კიევში არ უნდა არსებობდეს სახელები, რომლებიც დაკავშირებულია აგრესორ ქვეყანასთან, მის საბჭოთა და იმპერიულ წარსულთან“, - განაცხადა კიევის მერის მოადგილე ვლადიმირ ბონდარენკომ.