ავტორი:

როგორ გამოიყურება და ვის ეკუთვნის ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელსაც ბუშები ხშირად სტუმრობდნენ (ფოტოები)

როგორ გამოიყურება და ვის ეკუთვნის ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული სახლი, რომელსაც ბუშები ხშირად სტუმრობდნენ (ფოტოები)

ამერიკის ყველაზე ძვირადღირებული სახლი გასაყიდად არის გამოტანილი. მისი ღირებულება კი 295 მილიონ დოლარს შეადგენს.

მდიდრული ვილა ფლორიდაში, მექსიკის ყურეს სანაპიროზე მდებარეობს. თავდაპირველად ეს ცარიელი ადგილი იყო, რომელიც ფინანსისტმა ჯონ დონაჰიუმ თვითმფრინავიდან შენიშნა და გადაწყვიტა, რომ თავისუფალი ზონა მისი უნდა გამხდარიყო. ეს ადგილი მან 80-იან წლებში მილიონ დოლარად შეიძინა.

მომდევნო 10 წლის მანძილზე კი მან და მისმა მაუღლემ გადაწყვიტეს ამ ადგილას სახლების აშენება, სადაც თავისი 13 შვილი და 84 შვილიშვილი დაეტეოდა. თავად დონაჰიუ 2017 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი 2022 წელს.

ცოლ-ქმრის შთამომავლობამ კი სახლის გაყიდვა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. იმ შემთხვევაში თუ ეს უძრავი ქონება 295 მილიონ დოლარად გაიყიდება, ის ქვეყნის ყველაზე ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლის რეკორდს მოხსნის.

წინა რეკორდი 2019 წელს დამყარდა, როდესაც ჰეჯ-ფონდ Citadel-ის დამფუძნებელმა, კენ გრიფონმა ნიუ-იორკში პენტჰაუსი 240 მილიონ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება დონაჰიუს აპარტამენტს, ის 5 კილომეტრზეა განლაგებული და სამი ცალკეული სახლისგან შედგება. თითოეულს საკუთარი აუზი აქვს. თითო სახლი წლების ინტერვალით აშენდა - პირველი 1989 წელს, მეორე -1990 წელს, ხოლო მესამე - 2013 წელს.

სახლის ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ ჯორჯ ბუში-უფროსი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე ბარბარა, ასევე მათი შვილი ჯები - ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი და გოლფის ლეგენდა არნოლდ პალმერი.

ცნობისთვის, ბუშების სტუმრობის შემდეგ დონაჰიუმ განაცხადა, რომ ოთახს, სადაც ისინი გაჩერდნენ, „საპრეზიდენტო ლუქსი“ დაარქვეს.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი