ავტორი:

"განქორწინებას ვაპირებთ თუ სამშობიაროში მივდივართ?" - ცნობილი წყვილი ჭორების ფონზე ახალ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ვალერი მელაძის მეუღლე?

"განქორწინებას ვაპირებთ თუ სამშობიაროში მივდივართ?" - ცნობილი წყვილი ჭორების ფონზე ახალ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ვალერი მელაძის მეუღლე?

ალბინა ჯანაბაევამ განქორწინების შესახებ ჭორების ფონზე, მეუღლე, ვალერი მელაძესთან ერთად სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. მომღერალმა გადაწყვიტა ეხუმრა წყვილზე გავრცელებულ ჭორებზე და გამომწერებს სთხოვა გამოეცნოთ, სად მიდიოდნენ ის და მისი ქმარი მანქანით.

ალბინამ შესთავაზა რამდენიმე შესაძლო პასუხი, მათ შორის იყო "განქორწინება".

"ერთად ავირჩიოთ ფოტოს წარწერა: მივდივართ სასურსათო ნივთების შესაძენად, განქორწინებას ვაპირებთ, სამშობიაროში მივდივართ, მეზობელ სოფელში დისკოთეკაში მივდივართ“, - წერს ჯანაბაევა.

გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში VIA Gra ჯგუფის ყოფილი სოლისტი საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა, ბოლო ფოტო კი მეუღლესთან ერთად აგვისტოში გამოაქვეყნა. შემდეგ გაჩნდა ჭორები მომღერლების განქორწინების შესახებ, რომლებიც სამ შვილს ზრდიან. ვალერი მელაძე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კონცერტებს ძირითადად უცხოეთში მართავს, რადგან რუსეთში კორპორატიული საღამოების გარდა აღარ იწვევენ. ამის გამო, ოჯახთან ერთად ნაკლებ დროს ატარებს. ალბინა ჯანაბაევა შვილებთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის რეგიონში.

ცოტა ხნის წინ, ალბინამ გაასამმაგა საკუთარი გამოსვლების ფასი კორპორატიულ ღონისძიებებზე. მომღერლის შოუ 850 ათასის ნაცვლად ახლა 2,5 მილიონი რუბლი ეღირება.

ოქტომბერში ჯანაბაევას ყოფილმა კოლეგამ ვერა ბრეჟნევამ დაადასტურა განქორწინება ვალერი მელაძის ძმასთან, კონსტანტინე მელაძესთან.

ნახეთ ასევე: