ავტორი:

პაკისტანში, საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, თავს გამარჯვებულად ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია მიიჩნევს

პაკისტანში, საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, თავს გამარჯვებულად ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია მიიჩნევს

პაკისტანში, საყოველთაო არჩევნების დასრულების შემდეგ, ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია თავს გამარჯვებულად თვლის.

Reuter-ის ინფორმაციით, პაკისტანი ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ნავაზ შარიფმა და იმრან ხანმა არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადეს, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვეს.

გამოცემა წერს, რომ შარიფის პარტია არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა იმრან ხანის პარტიამ ბლოკის სხვა პარტიებთან ერთად პაკისტანის პარლამენტში ჯამურად უფრო მეტი სკამის მოპოვება შეძლო.

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები დაპირისპირების ფონზე 8 თებერვალს გაიმართა.

ქვეყანაში არსებული დაძაბულობის გამო ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საარჩევნო უბნებთან უსაფრთხოებას ათასობით ჯარისკაცი იცავდა.