ავტორი:

ხარკოვის ბენზინგასამართ სადგურზე რუსული დრონების თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

ხარკოვის ბენზინგასამართ სადგურზე რუსული დრონების თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

პარასკევს, ხარკოვის ბენზინგასამართ სადგურზე, რუსული დრონების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია.

„სამწუხაროდ, ხარკოვზე ოკუპანტების თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე და აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან მინიმუმ 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხარკოვის საოლქო პროკურორმა, ალექსანდრე ფილაჩკოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შემდეგ დიდი რაოდენობით საწვავი დაიღვარა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. დამწვარია 14 კერძო სახლი.

„მტრის შაჰედებმა (ირანული წარმოების დრონები) ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს, რის შედეგადაც საწვავი დაიღვარა და 14 კერძო სახლი დაიწვა, - აღნიშნა მან.