ავტორი:

"ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს" - სტოლტენბერგი

"ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს" - სტოლტენბერგი

ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის მხარდაჭერისა და ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო, რადგან რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის თავის ეკონომიკას უკვე ამზადებს.

"ჩვენ სამრეწველო ბაზის სწრაფად აღდგენა და გაფართოება გვესაჭიროება, რათა უკრაინისთვის მიწოდება გავზარდოთ და ჩვენი საკუთარი რეზერვები შევავსოთ. ეს მშვიდობიან პერიოდში ნელი წარმოებიდან სწრაფ წარმოებაზე გადასვლას ნიშნავს, როგორც ეს კონფლიქტის დროს არის აუცილებელი“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.