ავტორი:

"ჰინდი, სავარაუდოდ, ნათესავების ცხედრებს შორის იმალებოდა" - ხუთი წლის პალესტინელი გოგონა, რომელიც ღაზაში გასულ თვეში გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს

"ჰინდი, სავარაუდოდ, ნათესავების ცხედრებს შორის იმალებოდა" - ხუთი წლის პალესტინელი გოგონა, რომელიც ღაზაში გასულ თვეში გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს

ხუთი წლის გოგონა, რომელიც გასულ თვეში გაუჩინარდა ღაზაში, გარდაცვლილი იპოვეს. ჰინდ რაჯაბი ქალაქიდან დეიდასთან, ბიძასთან და სამ ბიძაშვილთან ერთად გარბოდა, როდესაც მათი მანქანა ისრაელის ტანკების პირისპირ აღმოჩნდა. სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ჰინდასა და სასწრაფო დახმარების ოპერატორს შორის ზარების აუდიოჩანაწერებით ვარაუდობენ, რომ ექვსი წლის ბავშვი ოჯახის ერთადერთ გადარჩენილი წევრი იყო და ისრაელის ძალებს ნათესავების ცხედრებს შორის ემალებოდა.

ექიმებმა ცხედრები ორშაბათს იპოვეს, მათი განცხადებით, გვამებს შორის ერთ-ერთი 6 წლის ჰილდას ეკუთვნოდა. რამდენიმე მეტრში დამწვარი სასწრაფო დახმარების მანქანაც იპოვეს - ეს სწორედ ის მანაქანა იყო, რომელიც ჰილდას მოსაყვანად გაგზავნეს.

პალესტინამ ისრაელი დაადანაშაულა სასწრაფო დახმარების მანქანაზე მიზანმიმართულ თავდასხმაში:

„[ისრაელის] ოკუპაციამ მიზანმიმართულად დაუმიზნა სასწრაფო დახმარების მანქანას. მისი ეკიპაჟი - იუსუფ ალ-ზეინო და აჰმედ ალ-მადჰუნი - დაიღუპნენ" - ნათქვამია განცხადებაში.

ომის წესების თანახმად, სამედიცინო პერსონალი დაცული უნდა იყოს და მასზე მიზანმიმართული თავდასხმის განხორციელება დაუშვებელია. ისრაელი ადრე ამტკიცებდა, რომ "ჰამასი" სასწრაფო დახმარების მანქანებს იარაღის გადასატანად იყენებდა.

წყარო: CNN