ავტორი:

"პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს" - კულება

"პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს" - კულება

პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

  • კულებას განცხადება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს მისცა.

"დღეს პუტინს საშუალებას აძლევთ მისი ავადმყოფი გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, და მეორე დღეს ის ხარკოვს ბომბავს და რამდენიმე ადამიანს კლავს. რუსებმა ცოცხლად დაწვეს პარალიზებული კაცი და მისი ცოლი, ისევე როგორც ხუთწევრიანი ოჯახი: ახალგაზრდა მშობლები, მათი ოთხი და შვიდი წლის შვილები, და ახალშობილი. პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს. ის უნდა დამარცხდეს, და არა დახმარება გაეწიოს სისხლისმსმელი ტყუილების გავრცელებაში”, - წერს კულება.

ნახეთ ასევე: