ავტორი:

ისრაელის განცხადებით, ღაზაში იპოვეს "ჰამასის" გვირაბი, რომელიც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა - რას აცხადებენ სააგენტოში?

ისრაელის განცხადებით, ღაზაში იპოვეს "ჰამასის" გვირაბი, რომელიც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა - რას აცხადებენ სააგენტოში?

ისრაელის თავდაცვის უწყებამ 10 თებერვალს განაცხადა, რომ ღაზაში ასობით მეტრის სიგრძის გვირაბის ქსელი აღმოაჩინეს, რომლის ნაწილი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა. მედიის ინფორმაციით გვირაბი, რომელიც, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 700 მეტრი სიგრძის და 18 მეტრის სიღრმის იყო, რამდენიმე ოთახისგან და საოფისე ფართისგან შედგებოდა. ერთი დიდი კაბინეტი სავსე იყო კომპიუტერული სერვერებით, მეორე კი სამრეწველო ბატარეებით.

"ეს არის დაზვერვის ერთ-ერთი მონაცემთა ცენტრი. ეს ადგილი არის "ჰამასის“ დაზვერვის ერთ-ერთი ქვედანაყოფი, საიდანაც ისინი მეთაურობდნენ საბრძოლო მოქმედებების დიდ ნაწილს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერმა მედიასთან საუბარში.

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში, მათი შტაბ-ბინის ქვეშ "ჰამასის“ გვირაბი იყო განთავსებული.

"გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა იყო მისი შტაბ-ბინის ქვეშ ღაზაში. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას იმსახურებს, რაც, შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ღაზა აქტიური ომის ზონაა“, - აღნიშნა ფილიპ ლაზარინმა.

მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებას პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოსთვის გვირაბის შესახებ ოფიციალურად არ უცნობებია.

იხილეთ ასევე: