ავტორი:

70-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, გადაწყვიტეს, იმქვეყნადაც ხელიხელჩაკიდებული წასულიყვნენ - 93 წლის ასაკში ჰოლანდიის ექსპრემიერმა და მისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს

70-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, გადაწყვიტეს, იმქვეყნადაც ხელიხელჩაკიდებული წასულიყვნენ - 93 წლის ასაკში ჰოლანდიის ექსპრემიერმა და მისმა ცოლმა სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულეს

ჰოლანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, დრის ვან აგტი და მისი მეუღლე ეუგენია 93 წლის ასაკში ევთანაზიით გარდაიცვალნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყვილი გასულ ორშაბათს განესვენა.

წყვილის ევთანაზია, იგივე "დუო ევთანაზია" ნიდერლანდებში მზარდი ტენდენცია ხდება. წყვილების ევთანაზია პირველად აქ 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც 26 ადამიანს მიენიჭა თავიანთ პარტნიორებთან ერთად ევთანაზიის უფლება. ევთანაზიის მსურველ წყვილთა რიცხვი ბოლო წლებია უფრო და უფრო იზრდება და 2022 წელს მან 58-ს მიაღწია.

ჰოლანდიური მედიის ცნობით, ვან აგტი კათოლიკე იყო, თუმცა ის და მისი მეუღლე, რომელთანაც მან 70 წელი დაჰყო, გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად იღებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი მძიმედ იყო ავად და სწორედ ამ მიზეზით შეიტანეს ევთანაზიაზე განაცხადი. მეუღლეებმა გადაწყვიტეს ფიზიკური ტანჯვა შეეწყვიტათ და ცხოვრებიდან "ხელიხელჩაკიდებული" წასულიყვნენ.

ევთანაზია ნიდერლანდებში 2002 წლიდან გახდა კანონიერი და უმეტეს შემთხვევაში მას ოჯახის ექიმები ატარებენ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა