ავტორი:

მახინჯაურში ტყეში ხანძარია

მახინჯაურში ტყეში ხანძარია

მახინჯაურში ტყეში ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ეკალ-ბრადზე არის გავრცელებული.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.