ავტორი:

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, სოფელში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, ქვა-ღორღის კარიერული წესით მოპოვება სოფელში განსაკუთრებულ პრობლემებს გამოიწვევს, კერძოდ, სასმელ წყალთან დაკავშირებით.

ადგილობრივები მთავრობას მიმართავენ და აცხადებენ, რომ შეწყდეს სამუშაოები წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ.

“სოფელს საფრთხეს უქმნიან. წყალი არ გვექნება და უამრავი საფრთხე გაჩნდება. ვითხოვთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ”,- აცხადებენ შეკრებილები.