ავტორი:

"გახარია - ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება... " - ვოლსკი

"გახარია - ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება... " - ვოლსკი

"ლელო“ იქნება, გახარია, გვარამია, "გირჩი" თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებს, ეს არის ერთი კოლექტიური "ნაცმოძრაობა“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა.

"ლელო იქნება, გახარია, გვარამია, "გირჩი" თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც ამ ფრონტზე აქტიურობს და ვითომ ხანდახან ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეს არის ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა. გახარია - ეს არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საოცრება, როდესაც პრემიერ-მინისტრი პირდაპირ, ღიად ჩაერთო იმ გეგმაში, რასაც ქვია დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესის განვითარების გეგმა. პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] აცხადებს, რომ "არ შეიძლება დამნაშავის აყვანის ოპერაციის ჩატარება". ეს არის ხელმოწერა იმაზე, რომ "ნაცმოძრაობა“ პირდაპირ კავშირშია გახარია-"ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ გეგმასთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ "რუსთავი2"-თან.