ავტორი:

ავსტრალიაში, ყინულის მოედანზე ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის გამო 42 ადამიანი მოიწამლა

ავსტრალიაში, ყინულის მოედანზე ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის გამო 42 ადამიანი მოიწამლა

ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდაში ყინულის მოედანზე ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის გამო, სულ მცირე, 42 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

კვირა საღამოს ყინულის ჰოკეის რამდენიმე მოთამაშე და მაყურებელი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ვარაუდობენ, ხალხის მოწამვლა ყინულის მოსასწორებელი აპარატიდან გამოჟონილმა ორთქლმა გამოიწვია.

ავსტრალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიცერმა, პროფესორმა ნიკოლა სპურიერმა დილით განცხადება გაავრცელა: "გუშინდელი მონაცემებით, საავადმყოფოში 42 ადამიანი გადაიყვანეს და მათ შორის ორი ბავშვია. ცენტრში მყოფთაგან ყველას სხვადასხვა დონის მოწამვლა დაუფიქსირდა და რა თქმა უნდა, ყინულის ჰოკეის გუნდები ყველაზე სიმპტომურები იყვნენ". სპურიერმა დასძინა, რომ პაციენტები ახლა სტაბილურად არიან და სრულიად გამოჯანმრთელებას ელიან.

  • მედიკოსების თქმით, მოწამლულ ადამიანებს ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდათ, როგორიცაა თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა და ქოშინი, უფრო მძიმედ მოწამლულები კი ჟანგბადის თერაპიას საჭიროებდნენ.

ნახშირბადის მონოქსიდი ადამიანისთვის საშიში უფერო და უსუნო გაზია. ის დახურულ სივრცეში, რომელიც კარგად არ ნიავდება, ადამიანების მოწამვლას იწვევს.

ყინულის მოედნის ხელმძღვანელების თქმით, ინციდენტის შემდეგ მათ ნახშირბადის მონოქსიდის მონიტორინგისთვის სიგნალიზაცია დაამონტაჟეს და ამგვარი პრობლემის ხელახლა განმეორებისგან თავის დასაზღვევად საკუთარ გამოძიებასაც აწარმოებენ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა