ავტორი:

დღეს ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია: ქართველი ფენომენი 23 წლის გახდა -  "გილოცავ, მიყვარხარ"

დღეს ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია: ქართველი ფენომენი 23 წლის გახდა -  "გილოცავ, მიყვარხარ"

ხვიჩა კვარაცხელია დღეს იუბილარია. ქართველი ფენომენი ფეხბურთელი 23 წლის "მილანი" - "ნაპოლის" წუხანდელი დაპირისპირებისას გახდა, რომელიც ხვიჩას გუნდმა 1:0-ით წააგო.

ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში გამორჩეული იყო, თუმცა თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უბამდნენ.

"კვარამ" რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკის დემონსტრირებაც შემოგვთავაზა, ის მუდმივად თამაშის გამწვავებაზე ფიქრობდა.

"ნაპოლის" 77-ე ნომერმა შარშანდელი დაბადების დღე გოლით აღნიშნა, ახლა კი ასე არ გამოვიდა.

სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არაფერი გამოსდის...

"კვარას" სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. "ინსტაგრამზე" მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა... ნიცა ასევე მათ ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს, წარწერით: "გილოცავ, მიყვარხარ".

იხილეთ ასევე: