ავტორი:

"ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე" - რას ჰყვება ბესო ზანგური, რომლის თქმითაც რობერტ სტურუასთან ურთიერთობა "ბოროტმა ხმებმა" გაუფუჭეს?

"ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე" - რას ჰყვება ბესო ზანგური, რომლის თქმითაც რობერტ სტურუასთან ურთიერთობა "ბოროტმა ხმებმა" გაუფუჭეს?

"ცნობილი ფაქტია და ყველა მოქმედ მსახიობს ახასიათებს ასეთი რამ - გული უჩქარდება და წნევა ეწევა სპექტაკლის დაწყების, სცენაზე გასვლის წინ და როდესაც ამ ყველაფერს ხელოვნურად გიჩერებენ, შენს წინააღმდეგ აგორებული ტალღის გამო შინაგანი ბრაზი ერთვის და წნევა ისედაც გაქვს. როდესაც შემოქმედი ადამიანი ხედავ, რომ უკვე რამდენიმე წელია ერთ ადგილას დგახარ, სხვა გზა არ გრჩება, უნდა იმოქმედო. მეც ავდექი და მოსკოვში წავედი, საიდანაც არაერთი შემოთავაზება მივიღე, "ფეისბუკჯგუფში" დაწერილი ჩემი პოსტის შემდეგ", - ამბობს მსახიობი ბესო ზანგური, რომელმაც ეს გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ მიიღო და საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. მოსკოვური გეგმების გარდა, ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის სპექტაკლებსა და რობერტ სტურუასთან ურთიერთობაზე გვესაუბრება, რომელთანაც ორი ათეული საქმიანი წელი და უახლოესი მეგობრობა, ნათელმირონობა აკავშირებს, თუმცა როგორც ამბობს, "ბოროტმა ენებმა" რეჟისორს მასზე რაღაცები "უჩურჩულეს"...

- ბესო, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მოსკოვი? თქვენც იცით, რომ ეს საზოგადოებაში პირდაპირ იწვევს აგრესიას, რადგან რუსეთი ოკუპანტია. მზად ხართ ამ შემოტევისთვის?

- არც ამცდა კრიტიკა... ახლა შემოთავაზება საფრანგეთიდანაც მაქვს, მაგრამ როდესაც მე და ჩემმა აგენტმა როლი განვიხილეთ, არ მომეწონა. ერთი ცნობილი ფრანგი რეჟისორი იღებს ფილმს და მე ქართველი მამაკაცის განსახიერება შემომთავაზეს, რომელიც აფერისტია - იქ სავაჭროდ ჩააქვს ჩურჩხელა, ღვინო და ვიღაცები უნდა გადააგდოს... რაც შეეხება რუსეთს, დავფიქრდი, სად გვჭირდება ყველაზე მეტად ურთიერთობის დათბობა, მე რაში შეიძლება გამოვადგე ჩემს ქვეყანას - ისევ ჩემს საქმიანობაში და სად არ უნდა მივაქციო ყურადღება ხალხის აზრს. გავთიშე საკუთარ თავში ყველაფერი, ჩემი წარსული, ჩემი ამბიციები, და წავედი. მე ისევ ჩემი პროფესიით ვეცდები ფეხზე ავაყენო ადამიანი და ტაში დავაკვრევინო, როგორც ეს ამდენი წლის განმავლობაში ხდებოდა.

მოსკოვში ძალიან დიდი ქართული დიასპორაა და მას ბატონი დავით ცეცხლაძე ხელმძღვანელობს, ყველაფერს თავისი კეთილი ნებით, ენთუზიაზმით აკეთებს და არა ვიღაცის დაფინანსებით. იქ უბრალო ადამიანები დამხვდნენ, რომელთაც სახეზე ეწერათ, ჩვენ გვიყვარს და გვენატრება საქართველო და აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებთ იქიდან ჩამოსული ადამიანისთვის, ოღონდ ჩვენი ქვეყანა ასახელოს. მე ჩავიტანე ჩემი მიზანი, ჩემი სიტყვა. თავიდან გადაღებაზე იყო საუბარი - ალექსანდრე ინშაკოვი, რომელმაც "ბრიგადა" გადაიღო, ახლა სხვა სერიალზე მუშაობს, სადაც მთავარ როლს კვლავ სერგეი ბეზრუკოვი შეასრულებს, მე კი მიმიწვიეს იტალიელი პერსონაჟის განსასახიერებლად... იქ რომ ჩავალ, სულ გადაღებები ხომ არ იქნება, მე კი უქმად ჯდომა არ შემიძლია, ამიტომ ასეთი აზრი მომივიდა - თბილისში ხომ გვაქვს გრიბოედოვის თეატრი, რუსეთში კი ქართული თეატრი არ არის და შევთავაზე, გავაკეთოთ-მეთქი. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ და გავხსენით სტუდია "არ დაიდარდო". გააგრძელეთ კითხვა