მაცივრის სწორად შერჩევა და სამზარეულოს ინტერიერთან სწორად მისადაგება როგორც დიზაინის, ისე ფუნქციონირების კუთხით მნიშვნელოვანია.
კარგად განლაგებული მაცივარი არა მხოლოდ აძლიერებს შენი სამზარეულოს ესთეტიკურ მიმზიდველობას, არამედ საშუალებას გაძლევს სივრცე ეფექტურადაც გამოიყენო.
არ აქვს მნიშვნელობა მცირე ზომის, კომპაქტური სამზარეულო გაქვთ თუ ფართო, სტატიაში გაგიზიარებ რჩევებს რაც დაგეხმარება შენი მაცივრის იდეალურად ინსტალაციასა და სამზარეულოს ინტერიერთან შერწყმაში.
1. სივრცის გაზომვა
სანამ მაცივარს იყიდი, გაზომე სივრცე სამზარეულოში. გაითვალისწინეთ სიგანე, სიმაღლე და სიღრმე, რათა დარწმუნდე, რომ არჩეული მაცივარი იდეალურად მოერგება კარებს შეტანისას, ასევე ავეჯს სადაც განათავსებ.
გაითვალისწინე, რომ მაცივრის გარშემო ვენტილაციისთვის საჭიროა დამატებითი სივრცის დატოვება.
2. სტილის განსაზღვრა
არსებობს სხვადასხვა სტილის მაცივარი - ზედა საყინულით, ქვედა საყინულით, გვერდითი ან ფრანგული კარით. სტილის არჩევისას გაითვალისწინე შენი სამზარეულოს განლაგება და პირადი მოთხოვნები. პატარა სამზარეულოსთვის, მაცივარი ზედა ან ქვედა საყინულით უფრო მოსახერხებელია, ხოლო უფრო დიდ სამზარეულოებში შეგიძლია განათავსო განიერი, side by side მაცივარი ან მოდელები ფრანგული კარით.
3. სამზარეულოს ფერების გათვალისწინება
აირჩიე მაცივარი, რომელიც ესადაგება შენი სამზარეულოს ფერთა გამას და სტილს. თანამედროვე ინტერიერისთვის უჟანგავი ფოლადის მოწყობილობები პოპულარულია, ხოლო თეთრი ან შავი მოპირკეთება შეუფერხებლად ერწყმის ტრადიციულ სამზარეულოს. მაცივრის ფერის შეხამება სამზარეულოს საერთო დიზაინთან აძლიერებს სივრცის ვიზუალურ მიმზიდველობას.
4. ჩასაშენებელი მაცივარი ერთიანი ინტერიერისთვის
ჩასაშენებელი მაცივრები შედარებით ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ისინი ქმნიან ერთიან, ლამაზად ინტეგრირებულ იერს სამზარეულოს ავეჯსა და მთლიან ინტერიერში.
5. კარის გახსნის მიმართულება
თუ შენი სამზარეულო პატარა ზომისაა, ყურადღება მიაქციე მაცივრის კარის კონსტრუქციას და დამატებითი ფუნქციის არსებობას, რაც საშუალებას გაძლევს კარს შეუცვალო გახსნის მიმართულება.
დარწმუნდი, რომ საკმარისი ადგილი გაქვს კარების სრულად გასახსნელად კედლებზე ან მიმდებარე კარადებზე შეჯახების გარეშე, ასევე, სამზარეულოში შეუფერხებლად გადასაადგილებლად.
სამზარეულოს ინტერიერში მაცივრის იდეალურად განთავსება მოითხოვს სივრცის, სტილისა და ფუნქციონალურობის გათვალისწინებას.
ვფიქრობ, რჩევები დაგეხმარება იდეალურად მოათავსო მაცივარი სამზარეულოში და შექმნა ჰარმონიული, ფუნქციური და ეფექტური სამზარეულოს ინტერიერი.
შენი სამზარეულოსთვის იდეალური მაცივარი ფასდაკლებით ექსტრას ვებგვერდსა და აპლიკაციაში შეგიძლია შეარჩიო, სადაც ისარგებლებ ბრენდის ოფიციალური გარანტიით და ადგილზე მიტანის სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ავტორი: ქეთი გოგიჩეიშვილი
R