ავტორი:

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო ისრაელის ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ექსტრემისტი ისრაელის მოქალაქე ახალმოსახლეები პალესტინელებს ემუქრებიან, ხშირად იარაღის გამოყენებით და აიძულებენ დატოვონ მიწა, რომელიც კანონიერად მათ ეკუთვნით“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწესებული სანქციები მკაცრ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

"ეს საქციელი უკანონო და მიუღებელია. ისრაელმა უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს და ახალმოსახლეების ძალადობა შეაჩეროს. ძალიან ხშირად ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვხედავთ, მაგრამ მათი შესრულება არ ხდება“, - აღნიშნა დევიდ კამერონმა.