ავტორი:

ნიუ-იორკში, ერთ-ერთ მეტროსადგურში, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა: დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი

ნიუ-იორკში, ერთ-ერთ მეტროსადგურში, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა: დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი

ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე მეტროსადგურ Mount Eden-ში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, სროლა მოზარდთა ორ ჯგუფს შორის შელაპარაკებას მოჰყვა.

მოკლულია 34 წლის მამაკაცი. დაშავებულთა შორის კი არიან : 14 წლის გოგონა, 15 წლის ბიჭი და 28, 29 და 71 წლის მოქალაქეები. მათი ნაწილი კამათში მონაწილეობდა, ნაწილი კი - მატარებელს ელოდებოდა.

პოლიცია სულ მცირე ერთ ადამიანს ეძებს, რომელმაც ცეცხლი გახსნა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა რამდენიმე ეჭვმიტანილის არსებობას არ გამორიცხავს.