ავტორი:

კონსტანტინე მელაძე ყირიმში ფეშენებელურ ვილას ყიდის - დაათვალიერეთ ძვირადღირებული სასახლის ფოტოები

კონსტანტინე მელაძე ყირიმში ფეშენებელურ ვილას ყიდის - დაათვალიერეთ ძვირადღირებული სასახლის ფოტოები

კონსტანტინე მელაძე ყირიმში ელიტურ ვილას ყიდის, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კომპოზიტორსა და პროდიუსერს უძრავი ქონება აქვს როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, თუმცა, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ მას სურს სასწრაფოდ გაყიდოს თავისი ვილა ყირიმში, რათა თავიდან აიცილოს ქონების შესაძლო "ნაციონალიზაცია“ და რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონო აუქციონებზე მისი გადაყიდვა.

ცოტა ხნის წინ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელაძემ გადაწყვიტა არ ეჩქარა და თავისი მდიდრული ვილის ფასი გაზარდა. თუ ადრე უძრავი ქონების ღირებუკება 289 მილიონი რუბლი გახლდათ, ამჟამად კომპოზიტორის ვილა 396 მილიონი რუბლი ღირს. ფასის ზრდის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • რა არის ცნობილი კონსტანტინე მელაძის აგარაკზე?

გავრცელებული ინფორმაციით, მელაძემ ვილა ჯერ კიდევ 2010 წელს შეიძინა. ეს არის ორსართულიანი სასახლე, საერთო ფართით 703 კვ.მ., რომელიც მდებარეობს გურზუფში. მყიდველს ვილაში დახვდება თურქული აბანო, ღვინის ოთახი, სამრეცხაო, სპორტდარბაზი, ოთახი სპეციალური ბუხრით, 5 საძინებელი, 6 სველი წერტილი და ფართო მისაღები, სამზარეულოთი. მომსახურე პერსონალისთვის ვილასთან დგას ცალკე სახლი და ასევე გარეთ არის გატანილი სამზარეულოც.

ვილის ეზოში მოწყობილია: ლაუნჯი, საცურაო აუზი, ცხელი წყლით; დეკორატიული აუზი, თევზებით და ხის საბავშვო სახლი, სათამაშო მოედნით.

საინტერესოა, რომ თავად კონსტანტინე სასახლეს ძალიან იშვიათად სტუმრობს.

წაიკითხეთ ასევე: