ავტორი:

"დასავლეთის მიერ რუსული აქტივების ქურდობას მკაცრი პასუხი გაეცემა - როგორ ექცევიან ქურდს? - ქურდი ციხეში უნდა იჯდეს!" - მარია ზახაროვა

"დასავლეთის მიერ რუსული აქტივების ქურდობას მკაცრი პასუხი გაეცემა - როგორ ექცევიან ქურდს? - ქურდი ციხეში უნდა იჯდეს!" - მარია ზახაროვა

რუსეთის აქტივების მითვისებას მოსკოვი მკაცრად უპასუხებს, აქტივების ქურდობის პროცესის ინიციატორებს მოექცევიან, როგორც ქურდებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"პასუხი იქნება უკიდურესად მკაცრი, ყოველგვარი შერბილების შესაძლებლობის გარეშე. მკაცრი პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, დასავლური ქვეყნები, თავიანთი ქმედებებით, ცდილობენ აინაზღაურონ "სისხლიანი უკრაინის კონფლიქტისა და კიევის რეჟიმის“ შენარჩუნების ხარჯები.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ქურდობად დააკვალიფიცირა, დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორიც ქურდების მიმართ. მათ მოექცევიან არა როგორც პოლიტიკურ მანიპულატორებს, არამედ როგორც ქურდებს. როგორ უნდა მოექცე ქურდებს? - ქურდი ციხეში უნდა იჯდეს, ყველა შემდგომი შედეგით!“ - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის.