ავტორი:

"მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს" - მამუკა მდინარაძე

"მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს" - მამუკა მდინარაძე

მას შემდეგ, რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ ზურაბიშვილმა მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, დოკუმენტი გააყალბეს, ძველი რიცხვი დააწერეს - ზურაბიშვილი რადიკალურ, რიგით ოპოზიციონერად გვევლინება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ზურაბიშვილმა ალიევს პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ტყუილია.

"დადასტურებული ფაქტია, რომ როცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჟურნალისტებს სცემს პასუხს, რომ ცესკოს ჯერ არ დაუდასტურებია, ამიტომ არ ულოცავს და შემდეგ ამბობენ, რომ უკვე მიულოცეს, ესე იგი ტყუილია. ისევე, როგორც ჩინეთის შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებდა თავის ქვეყანას, საბოტაჟის რეჟიმში იყო და ასეთ ცუდ რაღაცებს ახორციელებდა მიზანმიმართულად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მას შემდეგ რაც კამპანია აიწია წარმოუდგენელ ფაქტზე, რომ მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს არ მიულოცა, გააყალბეს დოკუმენტი, დააწერეს ძველი რიცხვი. ამას ადასტურებს ორი ფაქტი. ერთი, რომ საიტზე აიტვირთა მხოლოდ გუშინ, ამ პიარის შემდეგ რაც გააგზავნეს რეალურად გაყალბებული რიცხვით და მათი პასუხი, რომ ჯერ ცესკოს არ დაუდია, ესეც ადასტურებს, რომ ტყუილი თქვეს სპეციალურად, ან რაღაც სცენარს დგამენ და ესეც გამოჩნდება. ჩვენ, ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით, უნდა ვაიძულოთ ასეთ ხალხს ყველა ჯერზე, რომ საქართველოსთვის იმუშაონ”, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა მთავრობის უარის მიუხედავად პრეზიდენტის მიუნხენში დაწყებულ ვიზიტს და აღნიშნა, რომ ის არღვევს კონსტიტუციას და მონაწილეობს ორ პარალელურ კამპანიაში.

"ორი პარალელური კამპანიაა და ის ამ კამპანიაში მთავარი როლის შემსრულებელია. ამავდროულად, გვევლინება ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური რიგითი ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერჯერობით ფორმალურად აქვს პრეზიდენტის მანტია მოსხმული. მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და თან რადიკალიზმს აღვივებს. პარალელურად იწევა კამპანია, თუ რატომ არ მიდის პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე - იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ პირველი ვიზიტი მისი ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში იქნებოდა. ასეთ კონფერენციებში მათ შორის, მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, იქნება ბევრი საგარეო საქმეთა მინისტრი ისევე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი”, - განაცხადა მდინარაძემ.