ავტორი:

"ე, ბიჭო, სოზარ სუბარი მაინც დააკონტაქტეთ ამ ხალხს, რათა ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს..." - რას წერს სააკაშვილი?

"ე, ბიჭო, სოზარ სუბარი მაინც დააკონტაქტეთ ამ ხალხს, რათა ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს..." - რას წერს სააკაშვილი?

ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპის ყველაზე დიდი პარტიული გაერთიანება თავის ყრილობაზე იწვევს.

ასევე აქვეყნებს ამონარიდს Telegraph-ზე გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელიც მის შესახებ არის.

"ნახეთ რეები ხდება? მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი ჩემთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, ხოლო ევროპის ყველაზე დიდი პარტიული გაერთიანება თავის ყრილობაზე მიწვევს.

რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ კრიმინალი ვარ და დილეგში ჩუმად უნდა ვიჯდე. ე, ბიჭო, სოზარ სუბარი მაინც დააკონტაქტეთ ამ ხალხს, რათა ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს და გააგებინოს, რომ მაგრად მიქარავენ" - წერს სააკაშვილი.