ავტორი:

"სამარცხვინო, საშიში, არაამერიკული..." - რატომ აკრიტიკებს ბაიდენი ტრამპს?

"სამარცხვინო, საშიში, არაამერიკული..." - რატომ აკრიტიკებს ბაიდენი ტრამპს?

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სისულელე, სამარცხვინო და არაამერიკულია.

"ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ მოუხრია ქედი რუსი დიქტატორის წინაშე. ეს სისულელეა. ეს სამარცხვინოა. ეს საშიშია. ეს არაამერიკული", - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ტრამპის კომენტარი კიდევ უფრო ხაზს უსვამს, როგორი აუცილებელია აშშ-ის მიერ მოკავშირეებისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემა, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა და ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პაკეტის ჩავარდნა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, ვლადიმერ პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატო-ს ის მოკავშირეები რუსეთის პოტენციური შეჭრისგან, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ საკუთარ თავდაცვაზე და მეტიც, შესაძლოა, წაახალისოს რუსეთი. „ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ“, - აღნიშნა ტრამპმა.