ავტორი:

თურქეთის ოქროს მაღაროში მეწყერი ჩამოწვა - დაკარგული 9 თანამშრომლის ძებნა გრძელდება

თურქეთის ოქროს მაღაროში მეწყერი ჩამოწვა - დაკარგული 9 თანამშრომლის ძებნა გრძელდება

თურქეთის ოქროს მაღაროში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული 9 თანამშრომლის ძებნა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაღაროს ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ადგილზე 800-ზე მეტი მაშველი იმყოფება.

„სავარაუდოა, რომ ისინი მიწის ქვეშ არიან დამარხული“, - განაცხადა ალი იერლიკაიამ.

შეგახსენებთ, თურქეთის ერზინჯანის პროვინციაში, კოპლერის მაღაროში მეწყერი გუშინ, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე ჩამოწვა. მაღაროში მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.