ავტორი:

თავდასხმა უდიდეს რუსულ სადესანტო გემზე შავ ზღვაში - უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ხომალდი ჩაიძირა

თავდასხმა უდიდეს რუსულ სადესანტო გემზე შავ ზღვაში - უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ხომალდი ჩაიძირა

უკრაინის არმია შავ ზღვაში თავს დაესხა რუსულ დიდ სადესანტო ხომალდ "ცეზარ კუნიკოვს“ - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსულ გემს უპილოტო თვითმფრინავები თავს ანექსირებული ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ კაცისველთან დაესხნენ. უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ ხომალდი, რომელიც თავდასხმის დროს უკრაინის ტერიტორიულ წყლებში იყო, ჩაიძირა. რუსული ანონიმური არხი "Two Majors" ირწმუნება, რომ გემის ეკიპაჟი ცოცხალია.

"ცეზარ კუნიკოვი" ერთ-ერთი უდიდესი რუსული სადესანტო ხომალდია. იგი 1986 წელს ააგეს. მას 300-ზე მეტი ჯარისკაცის ტრანსპორტირება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ხომალდი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტშიც გამოიყენეს.

იხილეთ ასევე: