ავტორი:

რუსკა ქარქაშაძე დედა გახდა - რას წერს და რა კადრებს გვიზიარებს მსახიობი

რუსკა ქარქაშაძე დედა გახდა - რას წერს და რა კადრებს გვიზიარებს მსახიობი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე დედა გახდა. მას და ლაშა მოწონელიძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ზუკა დაარქვეს. რუსკა ფოტოებს და სასიხარულო ამბავს "ინსტაგრამზე" ავრცელებს და უამრავ მილოცვასაც იღებს.

რუსკამ და ლაშამ გასული წლის მაისში იქორწინეს. წყვილი თითქმის ორი წელია, რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდება. ლაშამ საყვარელ ქალს ხელი იტალიაში სთხოვა, სადაც რუსკას დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ.

"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა, ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს" - ამბობდა რუსკა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში.