ავტორი:

დაძაბულობა და "სკამებით თამაში" - რა მოხდა Super Bowl-ზე ტეილორ სვიფტსა და ქანიე უესტს შორის?

დაძაბულობა და "სკამებით თამაში" - რა მოხდა Super Bowl-ზე ტეილორ სვიფტსა და ქანიე უესტს შორის?

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტსა და ქანიე უესტს დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ეს ყველაფერი კი Super Bowl-ზე კარგად გამოჩნდა.

NFL-ის ყოფილი მოთამაშის, ბრენდონ მარშალის თქმით, ვესტმა ადგილი ტეილორის სკამების წინ იყიდა, თუმცა სვიფტმა მისი სხვა ადგილზე გადაყვანა მოითხოვა. მარშალი ამტკიცებდა, რომ ტეილორი "შესაბამის განყოფილებას" დაუკავშირდა და მოსთხოვა, რომ რეპერისთვის სხვა ადგილი გამოეყოთ.

ტეილორ სვიფტსა და კანიე უესტს შორის დაპირისპირება ამ უკანასკნელის კლიპის "Famous“ გამოსვლის შემდეგ დაიწყო – ტეილორმა სიმღერის ტექსტი გააპროტესტა, თუმცა, თავად კანიე ამბობდა, რომ ტეილორი საქმის კურსში იყო.

კანიე სიმღერის ერთ-ერთ ნაწილში ამბობს – "ჩვენ, მე და ტეილორს სექსი ისევ უნდა გვქონდეს, რადგან ის მე გავხადე პოპულარული“. სვიფტი კი ირწმუნებოდა, რომ ამ ტექსტზე არ შეთანხმებულან. საპასუხოდ, კიმ კარდაშიანმა საუბრის ჩანაწერი და ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ისმის, როგორ უკითხავს ტექსტს კანიე ტეილორს, მათ შორის, იმის არასრულ ნაწილსაც, რაზეც ტეილორმა პრეტენზია გამოთქვა.

წყარო: thesun

იხილეთ ასევე: