ავტორი:

"მე არ ვარ ექიმი და..." - რა თქვა პუტინმა ბაიდენის ჯანმრთელობაზე და ვისი გაპრეზიდენტება იქნება მისი აზრით რუსეთისთვის უკეთესი: ტრამპის თუ ბაიდენის?

"მე არ ვარ ექიმი და..." - რა თქვა პუტინმა ბაიდენის ჯანმრთელობაზე და ვისი გაპრეზიდენტება იქნება მისი აზრით რუსეთისთვის უკეთესი: ტრამპის თუ ბაიდენის?

"რუსეთისთვის უკეთესი იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა, ვიდრე დონალდ ტრამპის", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "Россия 1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რომელი იქნება უკეთესი რუსეთისთვის აშშ-ის შესაძლო ლიდერებს შორის - ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი, პუტინმა უპასუხა, რომ ბაიდენი, რადგან ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.

  • "ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია, ის ძველი ფორმირების პოლიტიკოსია“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი იმუშავებს აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც ამერიკელი ხალხის ნდობას მოიპოვებს.

ვლადიმერ პუტინს შეკითხვა დაუსვეს ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რაზედაც მან უპასუხა, რომ ექიმი არ არის და შესაბამისად, ამ შეკითხვას ვერ უპასუხებს.

  • "მე არ ვარ ექიმი და არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს ამ საკითხზე რაიმე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, აშშ-ის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია.

"ჩვენ უნდა შევხედოთ არა ამას (ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობას), არამედ პოლიტიკურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია. ამის შესახებ თავის დროზე პრეზიდენტ ბაიდენს ვუთხარი“, - აღნიშნა პუტინმა.