ავტორი:

როგორ ააფეთქა უკრაინამ რუსული სადესანტო ხომალდი? - დაზვერვის სამსახური ვიდეო კადრებს აქვეყნებს

როგორ ააფეთქა უკრაინამ რუსული სადესანტო ხომალდი? - დაზვერვის სამსახური ვიდეო კადრებს აქვეყნებს

უკრაინის დაზვერვამ სადესანტო ხომალდ "ცეზარ კუნიკოვის" აფეთქების კადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ დააზიანეს რუსული სამხედრო ხომალდი.

ნახეთ ვიდეო:

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ხომალდი "ცეზარ კუნიკოვი" რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროებთან ჩაიძირა. ყირიმში მცხოვრები ადამიანები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ 14 თებერვალს, დილით ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სადესანტო გემს თავს დაესხნენ დრონებით.

რუსული ანონიმური არხი "Two Majors" ირწმუნება, რომ გემის ეკიპაჟი ცოცხალია, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ბრიუსელში ნატოს მინისტრთა შეხვედრის წინ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბოლო თვეებში "დიდ გამარჯვებას" მიაღწიეს რუსულ საზღვაო ფლოტზე და "მძიმე დანაკარგები" მიაღებინეს შავი ზღვის ფლოტს, რის შედეგადაც გაიხსნა დერეფანი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის.

ცნობისთვის, "ცეზარ კუნიკოვი" ერთ-ერთი უდიდესი რუსული სადესანტო ხომალდი იყო, რომელიც 1986 წელს ააგეს. მას 300-ზე მეტი ჯარისკაცის ტრანსპორტირება შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ხომალდი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტშიც გამოიყენეს.