ავტორი:

"ივანიშვილს სურდა დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება... პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოშიო" - პეტრე ცაავა

"ივანიშვილს სურდა დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება... პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოშიო" - პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა დეკანოზი გიორგი მამალაძის ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და გამოთქვამს ვერსიებს, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო დეკანოზის გათავისუფლების მიზეზი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში, წინასაარჩევნოდ სურდა გიორგი მამალაძის გათავისუფლება, თუმცა საპატრიარქოს წინააღმდეგ ვერ მიდიოდა.

"ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნება პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის გააქტიურება, შესაძლოა, შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო - ციანიდის საქმე და მამა გიორგის, უდანაშაულო მღვდლის ციხეში ყოფნა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპატრიარქოს პირად ტყვეობაშია 2019 წლიდან, მიუხედავად საპატრიარქოს არაოფიციალური თხოვნისა, არ შეეწყალებინა მამა გიორგი, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტს შესაძლოა, გაერღვია ეს ტყვეობა და დაესწრო ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ადეკვატური რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ. შესაძლოა ეს აზრი ახალმა პრემიერმა გამოთქვა და დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც სურდა მამალაძის გათავისუფლება, პირად საუბარშიც აქვს ნათქვამი, მაგრამ საპატრიარქოს წინააღმდეგობას ვერ იგერიებდნენ.

წინასაპარლამენტო არჩევნებისას ის ამ რისკზე ვერ წავიდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მან ეს შეძლო. მე ვიცი, თავისი ცოდვები ეყოფა და გვეყოფა ყველას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით ნამდვილად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც თვით საბჭოთა ხელისუფლება 90 წელს, [გიორგი მამალაძის პატიმრობიდან] 7 წლის შემდეგ უკვე ამას გააკეთებდა, მაშინ როცა თვეები ჰქონდა დარჩენილი საბჭოთა მმართველობისა, ასევე ხდება ახლაც.

ძალიან მარტივად და ცხადად გეტყვით - ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი, და ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოში, მაგრამ არჩევნები მოდის და მჭირდება ავტორიტეტული პატრიარქი და რეიტინგული ეკლესია, 2020 წელს " - განაცხადა "ტვ პირველთან" პეტრე ცაავამ.

ასევე იხილეთ: