რუსეთში იმართება ფორუმი, რომლის მიზანიც არის შექმნას ორგანო, რომელიც იბრძოლებს ნეოკოლონიალიზმისა და დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ. ფორუმს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი და სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
ეს ორი ქვეყანა აფრიკაში რუსეთის უდიდესი მოკავშირეები არიან.
სამხრეთ აფრიკის დელეგაციას ANC-ის გენერალური მდივარნი ფიკილე მბალულა ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების სახელწოდებაა - "ნეოკოლონიალიზმის თანამედროვე პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერთა ფორუმი - ერების თავისუფლებისთვის“. ორდღიან ფორუმს ასევე დაესწრება ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია.
ღონისძიებას პარტია "ერთიანი რუსეთი“ მართავს.