ავტორი:

"მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში ვგეგმავ ჩასვლას" - ღარიბაშვილი

"მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში ვგეგმავ ჩასვლას" - ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ჩასვლას გეგმავს.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში, პარტიის თავმჯდომარის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ. მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის.

ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზების გაკეთება, ჩვენი რესურსების, აქტივის მობილიზება, რათა ამ არჩევნებზე მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. ჩვენი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება 10 გასვლითი ღონისძიება, 10 რეგიონში, მომდევნო 100 დღეში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.