ავტორი:

"სიყვარული მშვენიერია" - ავსტრალიის პრემიერი დაინიშნა: ის არის ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელმაც ეს თანამდებობაზე ყოფნისას გააკეთა

"სიყვარული მშვენიერია" - ავსტრალიის პრემიერი დაინიშნა: ის არის ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელმაც ეს თანამდებობაზე ყოფნისას გააკეთა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი დაინიშნა - მისი რჩეული 40 წლის ჯოდი ჰეიდონია. წყვილი ერთმანეთს 4 წელია ხვდება.

"გვიხარია, რომ ჩვენ ამბავს გიზიარებთ. გვინდა დარჩენილი ცხოვრება ერთად გავატაროთ. ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ", - ნათქვამია წყვილის ერთობლივ განცხადებაში.

ალბანესი პირველი ავსტრალიელი ლიდერია, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას დაინიშნა.

წყვილს ბედნიერებას უსურვებენ კოლეგები, მათ შორის, ახალი ზელანდიის ლიდერი კრისტოფერ ლუქსონი და სხვა პოლიტიკური ლიდერები - "სიყვარული მშვენიერი რამაა, ძალიან მიხარია!" - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა.

წყვილმა ერთმანეთი 2020 წელს გაიცნო. ალბანესის პირველი მეუღლე სამხრეთ უელსის ყოფილი ვიცე-პრემიერი კარმელ ტებუტი იყო, რომელთანაც 23 წლის ვაჟი ჰყავს.