კანადის ეროვნულმა პოლიციამ ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე მამაკაცი დააკავა - 29 წლის რაიან ჰოვარდ მანოაკესიკმა მისი პარტნიორი, მათი სამი მცირეწლოვანი შვილი და კიდევ ერთი ნათესავი მოკლა. შემთხვევა კვირას, კანადის პროვინცია მანიტობაში მოხდა.

გარდაცვლილების ცხედრები პოლიციამ სამ სხვადასხვა ადგილას იპოვა: ბრალდებულის მეგობარი ქალი, ამანდა კლიარვოტერი გზატკეცილზე ნახეს, ბავშვების ცხედრები კი დამწვარ მანქანაში აღმოაჩინეს.

ბრალდებულის სახლში იპოვეს 17 წლის მაია გრატონის ცხედრიც.
დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, მანოაკესიკი წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვის იყო ნასამართლევი, ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. წყარო