ავტორი:

საოცარი ამბავი ომიდან: ტელეფონი "სიკვდილის მანქანის" წინააღმდეგ - "შაჰიდებთან" ბრძოლის უკრაინული "ნოუ-ჰაუ", რომლითაც პენტაგონი დაინტერესდა

საოცარი ამბავი ომიდან: ტელეფონი "სიკვდილის მანქანის" წინააღმდეგ - "შაჰიდებთან" ბრძოლის უკრაინული "ნოუ-ჰაუ", რომლითაც პენტაგონი დაინტერესდა
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

მოწინააღმდეგის საფრენი აპარატის ჩამოგდებამდე ჯერ ცაში მისი აღმოჩენა, ფრენის სიმაღლის, სიჩქარისა და მიმართულების დადგენაა საჭირო... ამას, როგორც წესი, რადიოლოკაციური სადგურების საშუალებით აკეთებენ. თუმცა უკრაინის დამცველებმა ნამდვილი "ნოუ-ჰაუ“ აამოქმედეს - მობილური ტელეფონების გამოყენებით რუსი ოკუპანტების "შაჰიდ/გერანების“ ფრენის ადრეული დაფიქსირების სისტემა...

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, გენერალი ჯეიმს ჰეკერი აცხადებს, რომ პენტაგონი სერიოზულად დაინტერესდა იმ ტექნიკური მიგნებით, რისი გამოყენებაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა კამიკაძე "შაჰიდების“ ფრენების ადრეულად დასაფიქსირებლად დაიწყეს...

ირანულმა "შაჰიდებმა“ უკრაინელებს თავი დაბალ სიმაღლეზე ფრენის დროს გამოცემული მაღალი სპეციფიკური ხმით დაამახსოვრეს, რომელიც მოტოციკლეტის ძრავის ხმას ძალზე წააგავს და მისი დაფიქსირება თითქმის ათი კმ-ის სიშორიდანაც კი შეიძლება.

"შაჰიდების“ სწორედ ეს ტექნიკური ნაკლი გამოიყენეს უკრაინელმა მეზენიტეებმა, რომლებსაც მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ამოქმედებული ჰყავთ რამდენიმე ათასი მობილური საზენიტო ჯგუფი - მაღალი გამავლობის პიკაპი, რომლის ძარაზეც დამონტაჟებულია მსხვილკალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევი და მძლავრი პროჟექტორი ღამის ცაში, დაბალ სიმაღლეზე მფრენი "შაჰიდების“ გასანათებლად. გააგრძელეთ კითხვა